Thursday, October 13, 2011

პროექტი–დედამიწა ავადაა,გავუფრთხილდეთ მას.

1.პროექტის სახელწოდება:დედამიწა ავადაა,გავუფრთხილდეთ მას.

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა):მოსწავლეებმა გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის მოფრთხილება და მისი სისუფთავე.

3.პროექტის აქტუალობა:დედამიწა მართლაც ცუდ მდგომარეობაშია,აუცილებელია ყველამ იზრუნოს მის მოვლასა და დასუფთავებაზე.

4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა გააცნობიერონ,რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას მ ოფრთხილება სჭირდება;დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ადამიანებს.მიიღონ ცოდნა ეკოლოგიურ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე.

5.მონაწილეთა ასაკი:9–10წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა:5დღე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:გაერკვევიან რა აბინძურებს დედამიწას,შექმნიან ნახატებს ამ თემაზე,დაასუფთავებენ მათთან ახლოს მდებარე,შუამთის მონასტრის ტერიტორიას.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,ინტერნეტი,რეზინის ხელთათმანები.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს ვთხოვ 2დღის განმავლობაში მოიძიონ ინფორმაცია დედამიწის დაბინძურებასთან დაკავშირებით და შექმნან ნახატები ამ პრობლემებზე.მესემე დღეს ვახდენთ მოძიებული მასალების დამუშავებას და ვემზადებით მომდევნო დღეს დაგეგმილი პრეზენტაციისთვის.მე–4დღეს ვაცნობთ მასალებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს,ვმსჯელობთ მისი გადაჭრის გზებზე და თვალსაჩინო ადგილზე ვაკრავთ ჩვენს ნახატებს.მე–5 დღეს ვასუფთავებთ შუამთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტი,ხელოვნება,ბუნებისმცოდნეობა.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნათია არაბული

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natiaarab.gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:natiaarab.blogspot.com